ადვოკატი: რომელმა მოსამართლემაც ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება გამოსცა, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს აღკვეთ ღონისძიებაზე, ეს დარღვევაა

13.09.25 14:56
ადვოკატი: რომელმა მოსამართლემაც ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება გამოსცა, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს აღკვეთ ღონისძიებაზე, ეს დარღვევაა

ლევან ხაბეიშვილის საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა, იმავე მოსამართლეს, ვინც ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების განჩინება გამოსცა.  სწორედ მან უნდა იმსჯელოს ოპოზიციონერი ლიდერის აღკვეთის ღონისძიებაზე. 

  • ლევან ხაბეიშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე ჩაინიშნა, იმ დროს როცა დედაქალაქში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.

რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, აღკვეთ ღონისძიებაზე. ეს არის პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ევროსასამართლოს პრაქტიკით, აღნიშნული არის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს სამართლიან სასამართლოს"- წერს ლაშა ტყეშელაძე. 

ასევე ნახეთ:  

ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები