მაია მწარიაშვილი სამართლებრივად განმარტავს, რატომ არის ხაბეიშვილის ბრალი "აბსურდული"

13.09.25 16:34
მაია მწარიაშვილი სამართლებრივად განმარტავს, რატომ არის ხაბეიშვილის ბრალი "აბსურდული"

 ყოფილი მთავარი პროკურორი, იურისტი მაია მწარიაშვილი სამართლებრივად განმარტავს, რატომ არის ლევან ხაბეიშვილის ბრალი "აბსურდული".

მისი თქმით, ის, რაზეც სუს-ი საუბრობს, არის ქრთამის მიცემის მუხლი და არანაირად არ მიესადაგება იმ ფაბულას, რაზე მდინარაძის უწყება აპელირებს. 

მწარიაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ასევე საუბრობს 3 სპეცრაზმელის ჩვენებაზე, რომელიც გამოძიების ვერსით ოპოზიციონერი ლიდერის საქმეში დევს და აცხადებს, რომ ვერსია თითქოს გდდ-ს სამმა თანამშრომელმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ამას საერთო არაფერი აქვს ქრთამის მიცემასთან.

ქრთამს არავითარი კავშირი არ აქვს შეურაცხყოფასთან - აცხადებს იურისტი. 

რაც შეეხება ახალ ბრალს, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, მწარიაშვილისთვის საინტერესოა, როდის გაჩნდა საქმეში სუს-ს თანამშრომლის პატაკი. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს პატაკი საქმეში გუშინ არ იდო.

ყოფილი პროკურორმა დღეს უპასუხა კახი კალაძის განცხადებასაც, რომელიც დღეს მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ბევრი მტკიცებულებები აქვთ და დაკავებების ახალი სერია დააანონსა, მწარიაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერს არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება ჰქონდეს მტკიცებულებებზე და თუ აქვს, ეს აჩვენებს, რომ ზღვარი მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. 

მაშინ, როდესაც ქალაქის მერი დაბეჯითებით ამბობს, რომ დიახ, გვაქვს არაერთი მტკიცებულება, ფაქტები კონკრეტულ საქმეზე კომენტირებისას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში წაშლილია ზღვარი გამოძიების ორგანოებს, სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფოს სტრუქტურებსა და მმართველ პარტიას შორის. ანუ , ქალაქის მერს არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება ჰქონდეს მტკიცებულებებზე, ფაქტებზე, რაც არსებობს, რაც არსებობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. ამით ისინი გვუბნებიან, რომ ამის უკან ჩვენ ვდგავართ, ჩვენ ყველაფერი ვიცით. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საქმე არ გვაქვს სამართლებრივ პროცესთან.

რაც შეხება საქმის კვალიფიკაციას, ხაბეიშვილის ბრალდება არის კომედია. გარდა დანაშაულის აღწერილობას, ფაბულას, როგორც ეს ბრიფინგზე შემოგვთავაზეს, აღარ სჭირდება ამას ჩემი კომენტარი და მაღალი სამართლებრივი შეფასება. სამართლებრივად ეს აბსურდია. ის, რაზეც გვესაუბრებოდა სუს-ი, არ არის დანაშაუალის იმ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, ამიტომ არის კომიკური. ის მუხლი გახლავთ ქრთამის მიცემა.  

ამ ნაწილში გამოძიების დაწყების საფუძველი ყოფილა, რომ რაღაცა 3 გდდ-ს თანამშრომლის პატაკით მიმართვა, რომ მათ  შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი.  ჯერ ეგ ერთი, მათ  შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, ამას საერთო არაფერი აქვს ქრთამის მიცემასთან. ხვალ რომ კიდევ ახალი პატაკი რომ იყოს და ზეგ, ვის შესთავაზა? ანუ, მისი განცხადების ადრესატებად, არვიცი ლოიკა რა აქვს გამოძებას, 3-მა გდდ-ს თანამშრომელმა ჩათვალა თავი, ხვალ შეიძლება კიდევ სხვებმა ჩათვალონ, ქრთამს არავითარი კავშირი არ აქვს შეურაცხყოფასთან. ქრთამი საერთოდ სხვა რამეა, შეურაცხყოფა საერთოდ სხვა. მაგრამ ამას დამატებული ახალი ბრალდება, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, იქაც ასეთი პატაკია, როგორც ჩანს საქმეში. ძალიან მაინტერესებს ის თარიღი, გუშინ არ იყო სავარაუდოდ, დაწერილი ეს პატაკი ხომ? ანუ ერთ-ერთმა უშიშროების თანამშრომელმა ეძება საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში და ჩათვალა თურმე, რომ ეს არის რეალური განცხადება, ხელისუფლებსი დამხობისკენ მოწოდება და ეს არა მხოლოდ გამოძიების დაწყების საფუძველი გამხდარა, არამედ მტკიცებულად დევს ამ საქმეში. ეს მახინჯი პრაქტიკა, ოპერატიული მუშაკების პატაკების დონეზე მტკიცებულებებსი მოპოვება, ეს პრაქტიკა მე მეგონა, რომ ეს ღრმა წარსულში დავტოვეთ, თურმე არა ", - აცხადებს მაია მწარიაშვილი.   

  • ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.