ხაბეიშვილი სასამართლოზე: ეს იყო პოლიტიკური დაპირება, არა ქრთამი - 4 ოქტომბერს ყველანი უნდა იყოთ გარეთ!

14.09.25 11:15
 ხაბეიშვილი სასამართლოზე: ეს იყო პოლიტიკური დაპირება, არა ქრთამი - 4 ოქტომბერს ყველანი უნდა იყოთ გარეთ!

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე ის პოლიტიკური დაპირება გაიმეორა, რომელიც მან დაკავებამდე გდდ-ს თანამშრომლებს მისცა. ოპოზიციონერის თქმით, ბრალში განგებ ჩაუწერეს სიტყვა "ქრთამი", რომელიც მისთვის შეურაცხმყოფელია.

ხაბეიშილმა პირდაპირ თქვა, რომ ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ ხალხს გამარჯვება დააჯერა. მან მორიგ ჯერზე მოუწოდა მოქალაქეებს, 4 ოქტომბერს "ოცნების" წინააღმდეგ აქციაზზე გავიდნენ. 

მე სასამართლოს წინაშე, აგერ, მოსამართლე გვისმენს, მინდა, გავიმეორო ჩემი პოლიტიკური დაპირება. მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი. მე საზოგადოებას გავაცანი პოლიტიკური პარტიის პოზიცია, დაპირება, რომელიც უკავშირდება 200 ათას დოლარიან ჯილდოს, ვინც არ აწამებს ადამიანებს. ეს სიტყვა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ დაწერეს, რომ იქ ეწეროს სიტყვა "ქრთამი". ეს არის შეურაცხყოფა ჩემთვის. ეს დამიწერეს ბრალში!

ივანიშვილმა დაიჯერა მარცხი და ჩამსვეს ციხეში. ხაბეიშვილს თურმე ცალ-ცალი ბოტასებით, უფულოდ, უყველაფროდ ხალხთან, საზოგადოებასთან ერთად, პაატა ბურჭულაძესთან ერთად, სოფო ჯაფარიძესთან ერთად, თურმე ისინი მარცხდებიან.

არსებობს კონსტიტუციით მონიჭებული პროტესტის უფლება, რომელსაც ყური უნდა უგდის ხელისუფლებამ. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა რომელიმე თანამდებობის პირი. ამიტომ, მოგიწოდებთ, გამარჯვებისკენ. ყველანი უნდა იყოთ 4 ოქტომბერს გარეთ!, - განაცხადა ხაბეიშვილმა პროცესზე. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე  ფიქრია სიქტურაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.