ხაბეიშვილის ადვოკატი: სუსის ბრიფინგები ასაფეთქებელ მოწყობილობებზე არის პროპაგანდა და მოსახლეობის დაშინების მცდელობა
სუსში გაკეთებული განცხადებები, თითქოს საუბარია რაღაც ასაფეთქებელი მოწყობილობებზე, რომელიც ირიბად კავშირშია ხაბეიშვილთან და 4 ოქტომბერთან, პროპაგანდაა, - ამის შესახებ ხაბეიშვილის ადვოკატი საუბრობს.
გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგები და განცხადებები მხოლოდ მოსახლეობის დაშინებას და პროპაგანდას ემსახურება. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ლევან ხაბეიშვილს ასაფეთქებელ მოწყობილობებთან ან რაიმე „ამბოხის“ სცენართან აკავშირებს.
ერთი სიტყვა, ერთი პატაკიც კი არ დევს სისლის სამართლის საქმეში, რომელიც, ლევანის საჯარო განცხადებების და ინტერვიუების გარდა, რაიმეს ეხება. რაც გაკეთდა სუსში ბრიფინგები, რაც გაკეთდა განცხადებები ირიბი, თითქოსდა აქ საუბარია რაღაც ასაფეთქებელი მოწყობილობების ირიბად დაკავშირებასთან ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით, 4 ოქტომბერთან მიმართებით, ბურჭულაძის თემის ირიბად მიმართებით, ეს არის პროპაგანდა ცალსახად. ეს არის მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხირდან, როგორც ეს იყო არაერთხელ წარსულში, რომ მოიგონონ რაღაცა არარსებული ამბოხის, არარსებული გადატრიალების თემა, დაზაფრონ მოსახლეობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს ირიბი მინიშნებები, - ამბობს გიორგი კონდახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.