"ოცნებას" სპეცრაზმი ვერ უშველის, რადგან ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს შეიკრიბება და გაიმარჯვებს რეჟიმზე - ფარულავა
"ოცნებას" არ უშველის სპეცრაზმი, არ უშველის არავინ, რადგან ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს შეიკრიბება და გაიმარჯვებს რეჟიმზე, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ „შაბათის ეთერის“ სიუჟეტზე საუბრისას, სადაც ნაჩვენებია, როგორ ავარჯიშებს "ოცნების" ხელისუფლება სპეცრაზმს აქციების დასაშლელად.
ფარულავას თქმით, ხელისუფლება სპეცრაზმის მომზადებით ცდილობს საკუთარი მომხრეების დამშვიდებას, თუმცა მშვიდობიანი პროტესტის ძალას ვერაფერი შეაჩერებს.
პოლიტიკოსმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მიტინგზე მივიდნენ.
პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო სპეცრაზმის მომზადებას დედაქალაქში, ღია სივრცეში, რომელიც ნიშნავს იმას, რომ კობახიძეს ეშინია, რატომ? იმიტომ, რომ „ქართული ოცნებიდან“ გაყარა ქოცები და გაავსო მედროვეებით. ახლა ამ მედროვეებს ეუბნებიან, რომ ნუ გეშინიათ ბიჭებო, სპეცრაზმს ვავარჯიშებთ, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ, რომ არ უშველით სპეცრაზმი, არ უშველით არავინ, რადგან ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს შეიკრიბება და გაიმარჯვებს რეჟიმზე.
ჩვენ ვემზადებით რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის აღსანიშნავად 4 ოქტომბერს და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ხელი აღმართოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ის მიიღებს ქართველი ხალხის რისხვას და მას ვერ დაიცვას სპეცრაზმი, რადგან გამოცდილება არსებობს თუ როგორ მოექცა გომელაურს, გაუშვა ერთ ადგილას. რატომ? იმიტომ, რომ აღარ სჭირდება და ამიტომ ეს არის გაკვეთილი თითოეული სპეცრაზმელისთვის და მათ შორის ძალაშია ჯილდო, რომელსაც მიიღებს ყველა კეთილსინდისიერი პოლიციელი და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, რომელიც აირჩევს კანონის მორჩილებას, კეთილსინდისიერებას და ხელს არ აღმართავს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომელსაც სურს საქართველო იხილოს დასავლეთში.
თქვენ მოსამართლეს უწოდებთ იმ ადამიანს, რომლის ოჯახის წევრიც არის სუს-ის თანამშრომელი. ლევან ხაბეიშვილი დააკავა სუს-მა და ციხეში გაუშვა მეუღლემ, ასეთი რამე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება და პოლიტიკურად რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურად შეშინებულია კობახიძე-მდინარაძე, მათ არ ჰყავთ პროტოქოცები ქოცებში, რადგან მათ ყველა გაყარეს, დარჩნენ მედროვეები, ამიტომ ამ მედროვეებს რომ აიძულო უკანონობაზე ხელი მოაწეროს, ძალიან დიდი ჯილდო უნდა დააწესო, თუმცა ამის რესურსიც აღარ დარჩათ ქოცებს. ამიტომ, მეგობრებო, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა დაიჯერა და დარწმუნდა იმაში, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს მათ 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიჯეროთ ჩვენს ძალებში, ძალა არის ერთიანობაში, დიდ წინააღმდეგობაში და 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, რეჟიმის დამხობის და მშვიდობიანი დამხობის დღე. ამიტომ, არავის უნდა შეგეშინდეთ, ყველა უნდა მოხვიდეთ, მე ვაპირებ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მოსვლას ხუთ ჯვრიანი დროშით, რადგან თუ ივანიშვილს ეშინია რამის, ეს არის ხუთ ჯვრიანი დროშა, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
თბილისთან ახლოს სპეცრაზმი აქციების დაშლას ავარჯიშებს.
„ტვ პირველის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს კადრები, სადაც ნიღბიანები 4 ოქტომბრის არჩევნებამდე სამკვირით ადრე მასობრივ წვრთნებს გადიან. სწავლებისას გამოიყენეს გაზაფხულზე შეძენილი ახალი ტექნიკაც.
წვრთნები მაქსიმალურად მიახლოებული იყო რუსთაველის გამზირის სცენარებთან: დაკავების მანქანები, სპეცტექნიკა და დემონსტრანტებთან შეტაკების იმიტაცია. ვარჯიშებში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ დედაქალაქში დისლოცირებული ძალები, არამედ რეგიონებიდან გადმოყვანილი დანაყოფებიც.