თავდაცვის ბაზაზე გდდ-ს წვრთნები მიუღებელია - ექსპერტები "ოცნებას" აკრიტიკებენ
თავდაცვის ბაზაზე გდდ-ს მასშტაბური წვრთნები მიუღებელია - ამის შესახებ ექსპერტები საუბრობენ. სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის თქმით, თავდაცვის ძალების ტერიტორია არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც ძალოვანები მოსახლეობის წინააღმდეგ ივარჯიშებენ.
ის, რომ ეს იმართება თავდაცვის ძალების ტერიტორიაზე, ესეც კი მიუღებელია, იმიტომ, რომ ნებისმიერ სიტუციაში ეს მხოლოდ უნდა იყოს შსს და დამოენსტრანტები და იქ არანაირად არ უნდა იყვნენ ჩართული არც თავდაცვის ძალები და მითუმეტეს, არც თავდაცვის ძალების ავტორიტეტი უნდა იბღალებოდეს იმით, რომ მათ ტერიტორიაზე რაღაც რუსული ძალები ემზადებიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ სამოქმედოდ. აქვთ დანაკლისი გდდ-ში და მოხდა მათი შევსება და შესაბამისად, ეს არის გამოუცდელი ნაწილი ახლარეკრუტირებული ადამიანებისა, უკვე პოლიციელებისა. ხარებაც არსად წასულა. მე როგორც ვიცი, ის ცდილობს "ოცნებასთან" მოლაპარაკებას და გარკვეული ზონდერჯგუფის შექმნას, - ამბობს სამხედრო ექპსპერტი გიორგი თავდგირიძე.
საკითხს ეხმიანება ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ წარსულში "ოცნება" მომიტინგეების წინააღმდეგ არა მხოლოდ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, არამედ ე.წ. "შპანასაც" იყენებდა. მისი თქმით, სწორედ ასეთ პრაქტიკას უკავშირდება სისტემური წამების ფაქტებიც.
ჩვენ წინა გამოცდილებიდან ვნახეთ, რომ მანდ არათუ ძალოვანი უწყებები, ე.წ. შპანაც ჰყავდათ გამოყენებული სხვადასხვა დროს, რომლებიც, დადასტურდა, რომ ყოველგვარი ნიშნის გარეშე ადამიანებზე ძალადობდნენ ქუჩებში, ჩიხებში. რა თქმა უნდა, ასეთი რაზმებიც ეყოლებათ, თუმცა თქვენ იცით, ამ უწყებებში სერიოზული რყევებია, შეიცვალა ხელმძღვანელობა, რაღაცა ნაკადმა დატოვა და შესაბამისად, სჭირდებათ დამატებითი რესურსებუს გაძლიერება. რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი რომ ჩააბარონ გამოუცდელებს, მაგრამ აქ ძრითადი არის მაინც, რა მითითება ექნებათ, იმიტომ, რომ ამათი მითითება, ძირითადად, გამოიხატებოდა, მაგალითად, ბოლოს იყოს წამების სისტემური მეთოდები, როდესაც მანქანებში შეჰყავდათ და ფაქტობრივად, თავში ურტყამდნენ და წამების საერთაშორისო კონსორციუმმა ეს როგორც წამება დააკავლიფიცირა, - ამბობს "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი.
თბილისთან ახლოს სპეცრაზმი აქციების დაშლას ავარჯიშებს.
„ტვ პირველის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს კადრები, სადაც ნიღბიანები 4 ოქტომბრის არჩევნებამდე სამკვირით ადრე მასობრივ წვრთნებს გადიან. სწავლებისას გამოიყენეს გაზაფხულზე შეძენილი ახალი ტექნიკაც.
წვრთნები მაქსიმალურად მიახლოებული იყო რუსთაველის გამზირის სცენარებთან: დაკავების მანქანები, სპეცტექნიკა და დემონსტრანტებთან შეტაკების იმიტაცია. ვარჯიშებში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ დედაქალაქში დისლოცირებული ძალები, არამედ რეგიონებიდან გადმოყვანილი დანაყოფებიც.