თუ ჰგონიათ, რომ ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს და ინფორმაციები აღარ მოდის ან გეგმა ჩაიშალა, არსებობდა "გეგმა ბ" - ნადირაძე

15.09.25 11:07
თუ ჰგონიათ, რომ ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს და ინფორმაციები აღარ მოდის ან გეგმა ჩაიშალა, არსებობდა "გეგმა ბ" - ნადირაძე

"ნაციონალურ მოძრაობაში ამბობნ, ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიუხედავად, მათთან "ოცნების" შიდა ამბებზე ინფორმაციები მაინც მივა.

"თუ ჰგონიათ, რომ "გეგმა ბ" არ არსებობდა ძალიან ცდებიან" - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

მისივე განცხადებით, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუციის გეგმა არსებობს და 4 ოქტომბერს რეჟიმის დამხობით დასრულდება, მიუხედავად იმისა, თუ ვის დაკავებას გადაწყვეტს კიდევ ივანიშვილის გუნდი. 

თუ ჰგონიათ ახლა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს და ინფორმაციები აღარ მოდის ან გეგმა ჩაიშალა და "გეგმა ბ" არ არსებობდა, ძალიან ცდებოდნენ. მეამიტები უნდა ვიყოთ, რომ ვთქვათ, რომ ვინმე არ ელოდებოდა ან არ ველოდებით დაჭერებს. შეიძლება ყველა დაგვიჭირონ, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუციის გეგმა არსებობს თავისი ბევრი ვარიანტით, ბევრი განშტოებით და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ რუსული კორუმპირებული რეჟიმის დამხობით დასრულდება", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე  ფიქრია სიქტურაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.   

  • ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.