ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა

17.09.25 15:16
ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზე უარი განაცხადა

ელენე ხოშტარიამ სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატზე უარი განაცხადა - ამის შესახებ იურისტმა წინასწარი მოტავსების ოზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

უფლებადამცველი ამბობს, მიუხედავად უარისა, ის მაინც დასწრება დღევანდელ პროცესს, რომელიც საქალაქო სასამართლოში 15:30 საათზე დაიწყება. 

საქმე დამეწერა დღეს, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ. მე, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე დაკავებულთან შეხვედრა, მოვედი დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა, ქალბატონმა ელენემ უარი განაცხადა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატზე, შესაბამისად, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. საქმის მასალები გადმომეცა, თუმცა სხვა კომუნიკაცია მასთან არ მქონია. პროცესი არის დანიშნული 15:30-ზე და მე ვალდებული ვარ პროცესზე გამოვცხადდე. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურა საპატიმრო უზრუნველყოფით შედის. სხვა მეტი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, საქმის მასალებს უნდა გავეცნო სრულად, თუ მოვასწარი კიდევ რა თქმა უნდა", - ამბობს ადვოკატი. 

  • ცნობისთვის, კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებულმა ლიდერმა ადვოკატის ყოლაზე უარი განაცხადა. ელენე ხოშტარიამ ასევე უარი განაცხადა სასამართლოზე დასწრებაზეც. თუმცა მოსამართლემ სავალდებულო დაცვა მოითხოვა და სასამართლოში სახაზინო ადვოკატი გამოიძახეს. ამის გამო სხდომა შეჩერებული იყო. 

ამ წუთებში ელენე ხოშტარაისთან ეკა ბესელია და იურისტები არიან შესულები. 

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები