(გეკა გელაძე) ვის შეხვდება მისი საქმეა - რას ამბობენ "ოცნებაში" მინისტრის სანქცირებულ პირებთან აუდიენციაზე
რა ჰქონდა სასაუბრო გეკა გელაძეს ბელორუს, სანქცირებულ მაღალჩინოსანთან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ ამგვარ აუდიენციაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ შს სამინისტრო სპეციფიკური უწყებაა, რომელიც ქვეყნის საუფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ვის შეხვდეს, ამას თავად მინისტრი გადაწყვეტს.
აღნიშნულ ფორუმში 120-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია იღებდა მონაწილეობას, არა მხოლოდ შს მინისტრი, არამედ დელეგაცია, მათ შორის გაეროს და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები. ახლა, ვის შეხვდება და რას შეხვდება, შსს-ს სპეციფიკური სამინისტროა, დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, რა თქმა უნდა, ეს მისი გადასაწყვეტია და თუ ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება, რომ ის შეხვდეს ამ ფორმატში, ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, თუმცა მე, სიმართლე გითხრათ, არ ვარ საქმის კურსში, - ამბობს ბექა ოდიშარია.
ქართული ოცნების შს მინისტრი გელა გელაძე სკანდალშია - ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის დროს ის შეხვდა აშშ-ს და ევროკავშირის მიერ კომიტეტის სანქცირებულ ხელმძღვანელს, დმიტრი ჰარას. შეხვედრაზე, რომელიც ოფიციალურად „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საქართველოს შსს ამ ფაქტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.