"ოცნება" არასასურველი ტერმინების აკრძალვას გეგმავს? - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

19.09.25 17:29
"ოცნება" არასასურველი ტერმინების აკრძალვას გეგმავს? - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

არასასურველი ტერმინების აკრძალვა? - ივანიშვილის პარტიაში “მშვიდობიანი დამხობის" მოწოდება სავარაუდოდ იმდენად აწუხებთ, რომ არ არის გამორიცხული ყველა, ვინც მოქალაქეებს 4 ოქტომბერს შეკრებისკენ მოუწოდებს, სამართლებრივი დევნის სამიზნე გახდეს.

„პირველები“ დაინტერესდა, აქვს თუ არა “ქართულ ოცნებას“ ჩანაფიქრი ამ მოწოდების და ტერმინების ავტორებს ამ სიტყვების გამოყენება აუკრძალოს, ან მათ წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი დევნა.

გია ვოლსკი ამბობს, რომ სამართალდამცავ უწყებებს აქვს საფუძველი, რომ ამ ტერმინის ავტორების ვინაობა და მათი საქმიანობა შეისწავლოს, რადგან მისი მტკიცებით, "მშვიდობიანი რევოლუცია" არ გულისხმობს მშვიდობიან პროცესს.

ესეთი მოწოდებებით დაიწყო მაიდანიზაციის პროცესი უკრაინაში და დამთავრდა გაურკვეველი სნაიპერების სროლით. კონკრეტული ადამიანები იყვენენ მოკლულნი ადგილზე, რამაც განაპირობა შემდეგ განვითარება მძიმე პროცესების, თუკი ასეთი ნიშნები არსებობს, რასაკვირველია, სამართალდამცველებმა უნდა იმოქმედონ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც არ ემხრობა რევოლუციურ  პროცესს, უნდათ, რომ დაარწმუნონ იმაში, რომ არანაირი სისხლისღვრა არ მოხდება, ამიტომ სიტყვა მშვიდობიანი შემოიტანეს, თორე ამ ადამიანების პოლიტიკური ქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო და ეს ვიხილეთ. აქდან გამომდინარე, ალბათ საფუძველი აქვთ სამართალდამცვებს რომ იმოქმედონ, რათა ქვეყანას ააცილონ ეს უბედურება, -განაცხადა ვოლსკიმ.