პროკურორი: გოგიჩაიშვილსა და კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს
ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული 7 პირის საქმის პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულები ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ.
ბრალდების მხარის წარმომადგენელმა მედიას უთხრა, რომ ჩანაწერებში მხარეები საუბრობდნენ რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე, მითითებულ იყო თუ რა დრო დასჭირდებოდა, გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმლის დამზადებას.
"პირველები" დანტერესდა, ხდებოდა თუ არა ალკოჰოლური სასმლის რეალიზაცია, რაზეც გიორგი ჯავარაშვილმა თქვა, რომ ეს ფაქტი გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია.
ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოებას ახორციელებდნენ. ბრალდებულები ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ, ასევე თუ რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე, მითითებულ იყო თუ რა დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმლის დამზადებას.
რეალიზების ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან რეალიზაცია, მოხდება ბრალის დაზუსტება“,- განაცხადა გიორგი ჯავარაშვილმა.
ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ასევე ნახეთ:
- ექსკლუზივი: კანდელაკს დაკითხვის დროს ხელი "ოცნების" დეპუტატმა დაადო
- ადვოკატი: ერთადერთი, რის გამოც კანდელაკი პატიმრობაშია, ბორის გოგიჩაიშვილის გამოკითხვის ოქმია
- გიორგი კანდელაკის პირველი კომენტარი: დადგეს რაღაც კონცერტი, მე არაფერ შუაში ვარ