ნადირაძე: ამაღელვებელია სოლიდარობის მოსმენა იმ ძალოვნებისგან, ვინც ტყვიას საკუთარი მკერდით იგერიებდა

22.09.25 13:14
ნადირაძე: ამაღელვებელია სოლიდარობის მოსმენა იმ ძალოვნებისგან, ვინც ტყვიას საკუთარი მკერდით იგერიებდა

ექსძალოვნების მიმართვას, რომლებიც სისტემაში დარჩენილ კოლეგებს ერთიანობისკენ და ხალხის გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ, ამაღელვებელს და ემოციურს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ირაკლი ნადირაძე. მისი თქმით, 4 ოქტომბერს რუსთაველზე ასობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება, რათა მშვიდობიანად დაამარცხონ რუს ოლიგარქ ივანიშვილი.

განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო იმ ადამიანებისგან სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსმენა, ვინც თავისი
სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ყოველთვის მზად იყო, რომ საქართველოსთვის ნასროლი ტყვიისთვის საკუთარი მკერდი შეეშვირათ. უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც 4 ოქტომბერს იქნებიან რუსთაველზე, ჩვენ ვიქნებით ასობით ათასი, ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენს გვერდით არიან ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები
და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ამ მაგარ პატრიოტ ბიჭებთან ერთად, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გუშინ სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარმა თანამშრომლებმა სისტემაში დარჩენილ კოლეგებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. საუბარია ექსძალოვნებზე, ვეტერანებზე, რომლებიც ემირაციაში იმყოფებიან. 

ვეტერანების თქმით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და აუცილებელია ერთიანობა, რათა ქვეყანას დაეცვას რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან.

მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას მეორედ გასაბჭოებას უქადის და ამისთვის იყენებს სწორედ იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.

მიმართვაში ხაზგასმულია მოწოდება: დარჩენილმა თანამშრომლებმა „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.

მსგავსი სიახლეები