ვეტერანების ხმა გვახსენებს, რომ 4 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გამარჯვების დღე უნდა გახდეს - სოფო ჯაფარიძე
ვეტერანების ხმა გვახსენებს, რომ 4 ოქტომბერი უნდა გახდეს ერთიანობისა და ეროვნული გამარჯვების დღე, – ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე საუბრობს. მისი თქმით, ვეტერანების განცხადება ბევრ ადამიანს დაარწმუნებს, რომ 4 ოქტომბერს ხალხის მხარეს დადგეს.
ვეტერანების ხმა გვახსენებს ერთ რამეს, რომ 4-ში უნდა ვიყოთ ერთიანები, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და ეს დღე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გამარჯვების დღე. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რაც მათ თქვეს, ძალიან ბევრი ადამიანი გადმოვა 4 ოქტომბერს ქართველი ხალხის მხარეს, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
გუშინ სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარმა თანამშრომლებმა სისტემაში დარჩენილ კოლეგებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. საუბარია ექსძალოვნებზე, ვეტერანებზე, რომლებიც ემირაციაში იმყოფებიან.
ვეტერანების თქმით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და აუცილებელია ერთიანობა, რათა ქვეყანას დაეცვას რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან.
მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას მეორედ გასაბჭოებას უქადის და ამისთვის იყენებს სწორედ იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.
მიმართვაში ხაზგასმულია მოწოდება: დარჩენილმა თანამშრომლებმა „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.