პაპუაშვილი ექსძალოვანებს და ვეტერანებს "ღირებულებაწაშლილებად" მოიხსენიებს

22.09.25 15:18
პაპუაშვილი ექსძალოვანებს და ვეტერანებს "ღირებულებაწაშლილებად" მოიხსენიებს

შალვა პაპუაშვილი ემიგრაციაში მყოფ ვეტერანებს ღირებულებაწაშლილებად და "ცუდ ძალოვნებეად" მოიხსენიებს. მისი მტკიცებით, ყოფილი სამხედროებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების მოწოდება მოქმედ კოლეგებს, არ დაემორჩილონ "ბრძანებებს“, კანონის უგულებელყოფაა.

ცუდი ძალოვანები ყოფილან ალბათ თავის დროზეც. არ ვიცი ვინ არიან, რა ძალოვანია, წარმოდგენა არ მაქვს, ღირებულებაწაშლილი ადამიანებ, კარგია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში არ არის, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ის არ უნდა იყოს და სადაც არის, იქ იყოს. სხვები არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც ეცვა ფორმა, როდესაც მოუწოდებს სხვას, ფორმაში მყოფ ადამიანს, არ დაემორჩილოს კანონს, ამ ადამიანს გააზრებული არ აქვს, რას ნიშნავს, გეცვას ფორმა. 

ვინ წყვეტს, რა არის უკანონო ბრძანება?! ირაკლი შაიშმელაშვილი წყვეტს ამას?! ამას ჰქვია ზუსტად ანარქია, როდესაც შაიშმელაშვილის გადასაწყვეტია რა არის კანონი და რა არის უკანონობა. ამას არაფერი კავშირი არ აქვს იმ მუნდირის ღირსებასთან, რასაც ადამიანი უნდა იცოავდეს, - ამბობს პაპუაშვილი. 

გუშინ სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარმა თანამშრომლებმა სისტემაში დარჩენილ კოლეგებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. საუბარია ექსძალოვნებზე, ვეტერანებზე, რომლებიც ემირაციაში იმყოფებიან. 

ვეტერანების თქმით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და აუცილებელია ერთიანობა, რათა ქვეყანას დაეცვას რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან.

მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას მეორედ გასაბჭოებას უქადის და ამისთვის იყენებს სწორედ იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.

მიმართვაში ხაზგასმულია მოწოდება: დარჩენილმა თანამშრომლებმა „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.

 

მსგავსი სიახლეები