დღეს ერთადერთი პერსპექტივა ქოცების მოშორებაა - გია ბუღაძე
მხატვარი გია ბუღაძე აცხადებს, რომ საქართველო ისტორიის ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის „ქოცების მოშორება და დასავლეთისკენ დაბრუნებაა“. მისი თქმით, 4 ოქტომბერს ხალხმა უნდა აჩვენოს ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო დაიღუპება.
თუ არ გინდათ, რომ ქოცისტანში ცხოვრობდეთ და ბიძინას დინასტიაში, მაშინ უნდა გამოხვიდეთ, იმიტომ, რომ რეალურად, სხვანაირად ჩვენ ვერ გადავრჩებით. საქართველო იღუპება. მართლაც არის ისეთი მდგომარეობა, რომლის მსგავსიც მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში. 40 წელზე მატია თითქმის ამ სიტუაციაში ვარ ჩართული და ვხედავ. ასეთი გადამწყვეტი მომენტი არ ყოფილა. იმ დროსაც კი, როდესაც პირველი პრეზიდენტი გააძევეს, მათმა წინაპრებმა და თვითონ ესენი არიან, რომლებიც დღეს სათავეში არიან, მაშინაც კი პერსპექტივა სჩანდა. დღეს ერთადერთი პერსპექტივაა - ქოცების მოშორება და დაბრუნება დასავლეთის მიმართულებით, ევროატლანტიკური მიმართულებით. თუ ამას ქართველები არ გააკეთებენ და დღეს არ გამოვლენ, არ იქნებიან მართლა აურაცხელი, დიდი რაოდენობით, ჩათვალეთ, რომ ჩვენ მართლა არ ვყოფილვათ დამოუკიდებლობის და თავისუფლების ღირსნი, - ამბობს გია ბუღაძე.
გუშინ სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარმა თანამშრომლებმა სისტემაში დარჩენილ კოლეგებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. საუბარია ექსძალოვნებზე, ვეტერანებზე, რომლებიც ემირაციაში იმყოფებიან.
ვეტერანების თქმით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და აუცილებელია ერთიანობა, რათა ქვეყანას დაეცვას რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან.
მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას მეორედ გასაბჭოებას უქადის და ამისთვის იყენებს სწორედ იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.
მიმართვაში ხაზგასმულია მოწოდება: დარჩენილმა თანამშრომლებმა „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.