რაზე აპირებს საუბარს ყაველაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას - კობახიძის კომენტარი
რაზე აპირებს საუბარს მიხეილ ყაველაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას - ეს კითხვა "პირველებმა" დღეს ირაკლი კობახიძეს მას შემდეგ დაუსვა, რაც კახა კალაძემ თქვა, რომ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნას მხილებისთვის გამოიყენებს.
შეეხება თუ არა "მხილება" ისევ "დიფ სთეითზე" საუბარს, თუ რის თქმას აპირებს "ოცნების" პრეზიდენტი მსოფლიოს გასაგონად, კობახიძემ "ტვ პირველის" კითხვებს ასე უპასუხა:
„საქართველოს პრეზიდენტი რაზე ისაუბრებს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტი. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილიც ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე“, - აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.