შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი მინისტრის ელჩად დანიშვნა პოლიტიკური განაცხადია - თინა ხიდაშელი
"ის, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი მინისტრი, ანუ ადამიანი, რომელიც ვარდების რევოლუციის შედეგად ჩაიხსნა ქვეყნის მმართველობიდან, ინიშნება დღეს ისეთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში ელჩად, ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური განაცხადი" - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას.
როგორც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, კარტოზიას პოლიტიკური განწყობების შესახებ დიდი ხანია არაფერია ცნობილი, ამიტომაც ხიდაშელის თქმით, მისი ელჩად დანიშვნა შემდეგი პოლიტიკური გზავნილია - "ოცნების" ამოცანა არ არის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის ბრძოლის წინა ფლანგზე მყოფი დიპლომატების და პოლიტიკოსების წარგზავნა იმ თანამდებობეზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლის ბედის გადაწყვეტასთან".
ხიდაშელი ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაიას დანიშნასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "ეს დანიშვნები სახიფათოა".
არვიცი, ბატონი კარტოზია რა განწყობებზე და რა აზრებზეა, დიდი ხანია მისგან არაფერი მოგვსიმენია, მაგრამ თავისთავად პოლიტიკური სიგნალი და გზავნილი არის ერთმნიშვნელოვანი - მათი ამოცანა არ არის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის ბრძოლის წინა ფლანგზე მყოფი დიპლომატების და პოლიტიკოსების წარგზავნა იმ თანამდებობეზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლის ბედის გადაწყვეტასთან - იქნება ეს ევროკავშირში თუ ნატოში ინტეგრაცია. შესაბამისად, დავალებაც ნათელია ხომ? ეს ადამიანები ინიშნებიან უმნიშვნელოვანესი დავალების გარეშე, დავალების, რიომელსაც ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლი წესით უნდა აძლევდეს მათ. ამიტომ არის ეს დანიშვნები სახიფათო. და ბერაია ახლა გასაგებია, დასასაქმებელი ჰყავდათ და დავბრუდნით იმ პრაქტიკაში, რაც შევარდნაძის დროს იყო, როცა საერტაშორისო ორგანიზაციაში ელჩობა ერთგვარი საპენსიო თანამდებობა იყო და ნატო იქცა, როგორც ჩანს, ასეთად მათთვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.