"ოცნებამ" არჩევანი გააკეთა იმ ადამიანებზე, ვინც მათ არარსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ეთანხმება - გიგიაძე ელჩების დანიშვნაზე
"ოცნებამ" არჩევანი გააკეთა იმ ადამიანებზე, ვინც მათ არარსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ეთანხმება - ასე ეხმაურება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიგი გიგიაძე ელჩების თანამდებობაზე ალექსანდრე კარტოზიას და ირაკლი ბერაიას დანიშვნას.
გიგიაძე ამბობს, არსებულს ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის დანიშნავს "ოცნება" ელჩების თანამდებობაზე, რადგან "ვიმყოფებით იმ რეალობაში, როდესაც საქართველო ძალიან სწრაფი ტემპებით შორდება ევროპას".
რეალურად, ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ემსახურება ქართველ ხალხს მთავარ დავალებას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - აცხადებს გიგიაძე.
ამ შემთხვევაში, არჩევანი გაკეთებულია იმ ადამიანებზე, ვინც თავიდან ბოლომდე ეთანხმება "ქართული ოცნების" არარსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და იზიარებს მათ პოლიტიკურ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი მგონი აქ არაფერი არ არის. აქ საუბარი არაა იმაზე, თუ ვინ არიან ის კონკრეტულად ის პირები, ვისაც ისინი წარაგზავნიან ელჩებად, ეს ნაკლებად აქტუალურია. რეალურად ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ემსახურება ქართველი ხალხის მთავარ დავალებას, მთავარ ამოცანას - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შესაბამისად, აქ უკვე საუბარი კანდიდატურებზე და პიროვნებებზე, ვფიქრობ ზედმეტი იქნება, ვინაიდან ვიმყოფებით იმ რეალობაში, როდესაც საქართველო ძალიან სწრაფი ტემპებით შორდება ევროპას", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა ედუად შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე დანიშნა. NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად კი ირაკლი ბერაია დაინიშნა.