"ოცნებამ" დააჯილდოვა და ელჩებად დანიშნა ის პირები, ვინც ქვეყნის ნატოში და EU-ში წინსვლის შეჩერებას ხელი შეუწყვეს - აქუბარდია

23.09.25 15:39
"ოცნებამ" დააჯილდოვა  და ელჩებად დანიშნა ის პირები, ვინც ქვეყნის ნატოში და EU-ში წინსვლის შეჩერებას ხელი შეუწყვეს - აქუბარდია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ოცნებამ" დააჯილდოვა და ელჩებად დანიშნა ის პირები, ვინც ქვეყნის ნატოში და EU-ში წინსვლის შეჩერებას ხელი შეუწყვეს და ამის ნათელი მაგალითია სწორედ რუსული კანონის მხარდამჭერი ირაკლი ბერაიას შემთხვევა, რომელიც ნატოში ელჩად მიავლინეს. 

აქუბარდია ამბობს, რომ რუსული კანონისთის ხმის მიცემით, ბერაიამ ქვეყანას ფაქტობრივად ნატოში წინსვლის შესაძლებლობა წაართვა და ახლა "ოცნება" სწორედ ასეთი ადამიანი დანიშნა ელჩად ნატოში. 

დანიშვნები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ელჩების პოზიციაზე, რა თქმა უნდა, არის დამსახურებული ჯილდო და დამსახურებული პენსია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც რეჟიმის გამყარებას, ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში  წინსვლის შეჩერებას ხელი შეუწყვეს და ასეთია ამ შემთხვევაში, მათ შორის, ირაკლი ბერაიას მაგალითიც, როდესაც ის მიავლინეს ნატოში ელჩად მას შემდეგ, რაც ხმა მისცა რუსულ კანონს, რომლითაც ქვეყანას ფაქტობრივად ნატოში წინსვლის შესაძლებლობა წაართვა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა ედუად შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე დანიშნა. NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად კი ირაკლი ბერაია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები