შეცვლის თუ არა შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრის ელჩად დანიშვნა მძიმე სურათს? - გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის კომენტარი

23.09.25 17:38
შეცვლის თუ არა შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრის ელჩად დანიშვნა მძიმე სურათს?  - გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის კომენტარი

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი ედუარდ შევარდნაძის დროინდელი მინისტრის, ალექსანდრე კარტოზიას ელჩად დანიშვნას "ტვ პირველთან" ეხმაურება.

როგორც ხოკრიშვილი ამბობს, ქართულ-გერმანული ურთიერთობები იმდენად დაბალ ნიშნულზეა, რომ ვერანაირი საკადრო ცვლილებება ვერ გააუმჯობესებს მას - "ბოლო თვეებში ვნახეთ შეურაცხყოფები, აგრესიული პოლიტიკა და თავდასხმები გერმანიის ელჩზე".

დიპლომატის თქმით, ქართულ-გერმანულ ურთიერთობები მას შემდეგ გაუმჯობესდება, ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ და ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს.

დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ეს არის შედეგი იმ მავნებლური პოლიტიკის, რომელსაც "ოცნება" ბოლო წლების განმავლობაში  ახორციელებს. ბოლო თვეებში ვნახეთ შეურაცხყოფები, აგრესიული პოლიტიკა და თავდასხმები გერმანიის ელჩზე ასევე გერმანიის პოლიტიკურ ელიტებში რაღაც გარკვეული "დიფ-სთეითის" წარმომადგენლების ძებნა, აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ რამე საკადრო ცვლილებებმა შეიძლება დღეს არსებული ქართულ-გერმანული ურთიერთობები გააუმჯობესოს. 

ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს დღეს გააუმჯობესებს ის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ და ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს", - აცხადებს ხოკრიშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა ედუად შევარდნაძის მთავრობის განათლების მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე დანიშნა. NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად კი ირაკლი ბერაია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები