ოპოზიცია: ივანიშვილმა ხაბეიშვილი 4 ოქტომბრის აქციის შიშით დააკავა, ბრალი სამართალთან კავშირში არ არის

24.09.25 13:32
ოპოზიცია: ივანიშვილმა ხაბეიშვილი 4 ოქტომბრის აქციის შიშით დააკავა, ბრალი სამართალთან კავშირში არ არის

ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ იმიტომ დაიჭირა, რომ 4 ოქტომბრის მაოხლოებული ალხმრავალი აქციის შეეშინდა, - ამის შესახებ ოპოზიცია საუბრობს.  

ოპოზიციის შეფასებით, "ოცნების" მიზანია პროტესტის ლიდერების იზოლირება და ქუჩაში მზარდი უკმაყოფილების ჩახშობა, თუმცა მათი თქმით, ეს ნაბიჯები მხოლოდ ამძაფრებს წინააღმდეგობას.

ფაქტია, რომ ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ლევან ხაბეიშვილი შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დაიჭირა 4 ოქტომბრის მოახლოებულ ხალხმრავალ მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მას ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის, ძალიან ეშინია დროშების რევოლუციის. არ სჭირდება ამას დიდი იურისტობა, რომ მიხვდე, რომ არანაირი საერთო ამ ბრალს არ აქვს არც სამართალთან, არც სამართლიანობასთან, მიტუმეტეს, არც დანაშალთან, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

ყოფილი გენპროკურორი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ უკვე სამართლებრივი არგუმენტები ვერ ხსნის ხაბეიშვილის დაკავებას და საქმე მხოლოდ პოლიტიკური შიშით არის განპირობებული. 

სამართლებრივ დეტალებზე საუბარს უკვე არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ეს აბსურდია, ცხადია, ჩვეულებრივი შიშის აბსურდი. "ქართული ოცნება" ცდილობს ახლა, ლევანტან დაკავშირებით, ეს საერთო, ეროვნული რევილუციური განწყობა, რევოლუციურ ტალღას წინ აღუმართოს რაღაც დადგენილებების და განჩინებების კედელი. ქაღალდების, ქაღალდომანიის რაღაც კედელი და ამით შეაჩეროს ეს განწყობები, მოახდინოს ლევანის იზოლირება, მისი დათრგუნვა, რაც არის აბსურდი სრულიად, - ამბობს მურთაზ ზოდელავა. 

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ხაბეიშვილის დაკავება პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება და სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. მისი თქმით, "ოცნება" ცდილობს ხალხის მობილიზაციის შესაჩერებლად მის იზოლაციას, თუმცა რეალურად სწორედ ამ ნაბიჯებმა გააძლიერა საზოგადოებრივი მხარდაჭერა. 

პირველ კურსის იურისტისთვისაც კი პირდაპირ გასაგებია, რომ ამ ბრალს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ლევანი არის ერთადერთი რამისთვის დატყვევებული, იმიტომ, რომ ლევანისი დაიჯერა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ლევან ხაბეიშილმა შეძლო ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანში გაეღვიძებინა ის პატრიოტული სული, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.  

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაშია. მისი განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონი პირდაპირ ასახავს, რომ დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ ვრცელდება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებზე, რომლებიც უკავშირდება ბიუჯეტის სახსრების განაწილებას ან სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

ადვოკატის თქმით, სწორედ ამ ნორმიდან გამომდინარე, ბრალდება შეთითხნილია და პოლიტიკური ხასიათისაა. ტყეშელაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კანონის მოთხოვნები უგულებელყო და ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ ბრალდება სწორედ პოლიტიკური დავალების საფუძველზე წარადგინა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება. 

 

მსგავსი სიახლეები