ივანიშვილი ქარსელაძე და ლილუაშვილს მიადგება - ოპოზიცია ხმაურიან დაკავებებს აანონსებს

24.09.25 15:26
ივანიშვილი ქარსელაძე და ლილუაშვილს მიადგება - ოპოზიცია ხმაურიან დაკავებებს აანონსებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ირაკლი ნადირაძე "ქართული ოცნების" ყოფილი მარალჩინოსნების ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრისა და სუს-ის ექს შეფის დაკავებას არ გამორიცხავს. 

ოპოზიციის ლიდერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ლილუაშვილის ნათესავზე სუს-მა ძებნა გამოაცხადა და 4 მილიონის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალი წაუყენა.

ნადირაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებს ორი მიზეზით იჭერს: პირველი - ეჭვობს, რომ ფული მოპარეს და მეორე - ფიქრობს რომ წასულები მის წინააღმდეგ მოქმედებენ. 

ახლა, როცა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა დაუთვალა და დააკლდა მასთან მისატანი შავი ფული ან ეჭვი შეემაპარა მისი პოლიტიკური ოპონენტების ერთგულებაში, ახლა დაიწყო მასობრივად ამ ადამიანების დაჭერა. რატომ? იმიტომ, რომ შემდგომში გავიდნენ მაღალჩინოსნებზე, იქნება ეს ქარსელაძე, ლილუაშვილი თუ სხვა მაღალჩინოსნები, რომლისაც აღარ სჯერა და რომელსაც ასევე, ბრალს სდებს ორ რამეში, რომ მოპარეს მას პირადად ფული, მისატანი ფული და მეორე, რომ ისინი თანამშრომლობენ ოპოზიციის ლიდერებთან, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

დაჭერების სერიას  "პოლიტიკური კანიბალიზმს" უწოდებს "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი, თაზო დათუნაშვილი. 

პოლიტიკური კანიბალიზმის შემყურები ვართ, როდესაც საჩვენებლად, საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად, მავნე მოვლენებთან ბრძოლის საჩვენებლად და ამ სალაფავი პროპაგანდის გაყიდვის მიზნით, ივანიშვილი დაერია საკუთარ თანაგუნდელებს, ყველაზე ძველებს და ყველაზე ერთგულებს, რომლებსაც აი, ამ სიძველის და ერთგულების გამო, ყველაზე მეტი ახაპინა საქართველოს გადასახადების გადამხდელების ფული და აპარინა.

ახლა მათ ამ ფულს აბრუნებინებს და თან, ყველაზე ბინძური ფორმით, ისე, როგორც ეს სჩვევია 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სრული დისკრედიტაციით, სრული მორალური ჩამონგრევით და განადგურებით. ღარიბაშვილის გარემოცვა პირველი ხაზი იყო, ახლა გადავიდა გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვაზე, - ამბობს დათუნაშვილი.

 

2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.

ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

ამასთან, როგორც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერების შესახებ ინფორმაცია უკვე შეაგროვეს და საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნეს. 

მსგავსი სიახლეები