დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

25.09.25 10:41
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელების დაბარებას განაგრძობს. გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შემდეგ უწყებაში გარეტ უორდიც დაიბარეს. 

დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა. მას შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში პეტერ ფიშერი, გუშინ, დაიბარეს. უწყების განმარტებით, მათ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და "რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე" შეშფოთება გამოთქვეს.

მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადება გაავრცელა და კატეგორიულად დაგმო "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკა ელჩის მიმართ. 

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები