ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო - ერდოღანის გამოხმაურება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ჩვენი ერთ-ერთი C-130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიფრინავდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა… ჩვენი სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება [საქართველოს] ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციით“, – განაცხადა ერდოღანმა.
ასევე ნახეთ:
- აზერბაიჯანის პრეზიდენტი წერს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე
- თურქეთის შს მინისტრი თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება
- „საქაერონავიგაცია“ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება