თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
კერძოდ, მათი ცნობით, საუბარში ასადოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარება გაიღოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგების ლიკვიდაციისთვის.
გამოცემები წერენ, რომ ასევე, ბაქო მზად არის, საგანგებო ვითარებების სამინისტროს შესაბამისი ჯგუფი გაგზავნოს საქართველოში საძიებო და სამაშველო ოპერაციებისთვის და სხვა საჭირო დამხმარე ზომები მიიღოს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქართულმა მხარემ მადლობა გამოთქვა ამ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე. საუბრის დროს ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის საგანგებო ვითარებების სამინისტრო და ციფრული განვითარების სამინისტრო კონტაქტში იმყოფებიან ქართველ კოლეგებთან.
მხარეები ტრაგედიასთან დაკავშირებით კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ასევე ნახეთ:
- აზერბაიჯანის პრეზიდენტი წერს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე
- თურქეთის შს მინისტრი თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება
- „საქაერონავიგაცია“ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
- ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო - ერდოღანის გამოხმაურება