პოლიტიკური განცხადების გამო მესამე თვეა, პოლიტიკოსები პატიმრობაში არიან - ადვოკატის პასუხი პროკურორს

26.11.25 20:35
პოლიტიკური განცხადების გამო მესამე თვეა, პოლიტიკოსები პატიმრობაში არიან - ადვოკატის პასუხი პროკურორს

 

 

პოლიტიკური განცხადების გამო ადამიანებს ბრალი აქვთ წარდგენილი და აგერ უკვე მესამე თვეა პატიმრობაში არიან - ასე უპასუხა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა საქმის პროკურორს, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი კობახიძის დაკითხვაზე დაბარებას არ აპირებენ. 

თამარ ბეჟუაშვილის თქმით,  4 ოქტომბერან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, "პოლიტიკური შეფასება კი ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაბარების". 

რაც შეეხება უშუალოდ კობახიძის განცხადებას, ეს არ იყო განცხადება, ეს იყო ფაქტებზე საუბარი. კობახიძემ მაგ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, რომ რაღაც ინფორმაციებს ფლობდნენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის, პირველი სცენარის მიხედვით კი არა განსხვავებული სცენარის მიხედვით განვითარდა მოვლენები და ა.შ.. ფაქტებზე ისაუბრა. 

ასევე თქვა, რომ... ჟურნალისტის კითხვაა, რომ თუ ამაზე ინფორმაციას ფლობდით, რატომ არ იმოქმედეთ და მან გააკეთა მკაფიო განმარტება, რომ არ მიაჩნდათ მიზანშეწონილად და არ მიაჩნდათ დანაშაულებრივად ის რაც ხდებოდა თავისუფლების მოედანზე და ვიდრე ადამიანები არ შეეხნენ პრეზიდენტის სასახლის ღობეს, მანამდე სახელწმიფომ არ ჩათვალა რეაგირება საჭიროდ, ამას ამბობს კობახიძე.

სწორედ ამ ნაწილში უნდა დაგვეკითხა, რა შუაშია აქ პოლიტიკური განცხადება. ამ ნაწილში უნდა დაგვეკითხა, რომ თუ პრეზიდენტის სასახლის ღობესთან მიკარება არის დანაშაული, მაშინ 317-ე მუხლი რატომ არის ბრალად წარდგენილი, მაშინ 225-ე მუხლი რატომ არის ბრალად წარდგენილი და რატომ მხოლოდ და მხოლოდ 222-ე მუხლით არ მიდის საქმე," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და პარალელურად დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა, თქვა: "ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება დიდი სიურპრიზი", შესაბამისად გაჩნდა კითხვა რა ინფორმაციას ფლობდა კობახიძე. 

ამასთან დღეს გამოძიება კობახიძესთან გადაამისამართა დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემაც. 

 

მსგავსი სიახლეები