"პროკურორს დაავიწყდა შეეფასებინა, სინამდვილეში მატყუარა ე.წ. პრემიერმინისტრი გვყავს თუ, თუ მის დაკითხვაზე არ არის ნებართვა" - თუთბერიძე

26.11.25 22:20
"პროკურორს დაავიწყდა შეეფასებინა, სინამდვილეში მატყუარა ე.წ. პრემიერმინისტრი გვყავს თუ, თუ მის დაკითხვაზე არ არის ნებართვა" - თუთბერიძე

"პროკურორს დაავიწყდა შეეფასებინა, სინამდვილეში მატყუარა ე.წ. პრემიერმინისტრი გვყავს თუ, თუ მის დაკითხვაზე არ არის ნებართვა" - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა და საქმის პროკურორს უპასუხა. 

შოთა თუთბერიძის თქმით, თუ ირაკლი კობახიძემ მოიტყუა ამას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს, ხოლო თუ არ მოიტყუა "გაუგებარია მოწმე რატომ არ შეიძლება იყოს".

ვერ გავიგეთ მოიტყუა თუ არ მოიტყუა კობახიძემ, როცა განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ თუ მოიტყუა ამას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს, ხოლო თუ არ მოიტყუა მაშინ გაუგებარია მოწმე რატომ არ შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში.

ქალბატონ პროკურორს დაავიწყდა აღენიშნა, შეეფასებინა ის ნაწილი სინამდვილეში მატყუარა ე.წ. პრემიერმინისტრი გვყავს, თუ უბრალოდ მის დაკითხვაზე არ არის ნებართვა რუსი ოლიგარქისგან დაშვებული," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და პარალელურად დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა, თქვა: "ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება დიდი სიურპრიზი", შესაბამისად გაჩნდა კითხვა რა ინფორმაციას ფლობდა კობახიძე.  

ამასთან დღეს გამოძიება კობახიძესთან გადაამისამართა დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემაც. 

მსგავსი სიახლეები