ვაშინგტონის გზავნილები "ოცნებას"- ოპოზიცია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ხუციშვილთან შეხვედრას აფასებს

27.11.25 15:50
ვაშინგტონის გზავნილები "ოცნებას"- ოპოზიცია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ხუციშვილთან შეხვედრას აფასებს

ოპოზიცია ეხმიანება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელის "ქართული ოცნების" ფინანსთა მინიტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრას, სადაც მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები განიხილეს. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს კონკრეტულად სანქციების კონტექსტში ხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულება სანქციებთან დაკავშირებით. 

ძალიან სერიოზულად აკვირდებიან საქართველოს მიერ სანქციების შესრულებას, ეს ერთი. მეორე, სამშვიდობო დერეფნის მიმართულებით საქართველოს ჩართვას, რაც არის პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა, რაც გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ რუსული ნავთობით ირიბი ვაჭრობა დაუშვებელია ამ კონტექსტში და ასევე, საქართველოს კონკრეტულად სანქციების კონტექსტში ხსენება, რაც ზუსტად ე.წ. რეჟიმის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე იყო დაფიქსირებული არის ძალიან მნიშვნელოვანი.  

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულება სანქციებთან დაკავშირებით, ასევე რუსებთან ნავთობით ირიბ ვაჭრობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, სწორედ ამიტომ მის პროპაგანდისტებს ავალებს, რომ ძალიან მძიმე განცხადებები გააკეთონ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიმართულებით," - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის სანქციების საკითხი, რაზეც "აგდებული დამოკიდებულება გამოხატა შალვა პაპუაშვილმა".

ფაქტია, რომ სანქციების საკითხი რუსეთზე არის მნიშვნელოვანი და მისი დაცვა, რაზეც აგდებული დამოკიდებულება გამოხატა შალვა პაპუაშვილმა და მეორე არის ის, რომ აქ უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები, რასაც არ აქვს ადგილი ივანიშვილის მხრიდან, რადგან ივანიშვილი თავისი ინტერესებით შემოიფარგლება, მათ შორის თავისი ფულით," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ასევე, პარტია "თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, შეერთებული შტატების ინტერესშია, რომ დაიცვას ის სასანქციო პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ატარებს და არ დაასუსტონ აღნიშნული სანქციები სხვადასხვა სახელმწიფოებმა.

ბუნებრივია, შეერთებული შტატების ინტერესი არის ის, რომ ის პოლიტიკა რომელსაც ის ატარებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის სასანქციო პოლიტიკა არ დაასუსტონ სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც სხვადასხვა შემოვლითი გზებით ხელს შეუწყობენ რუსეთს, რომ შეინარჩუნოს თავისი ომის ეკონომიკისთვის საჭირო ფინანსური რესურსები. ამიტომ, სულაც არ გამოვრიცხავ იმას, რომ ასეთი შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი იყოს ისიც, რომ მისცენ დამატებითი გაფრთხილებები ამასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. 

მსგავსი სიახლეები