რატომ შეჩერდა ხმაურიანი დაკავებები?

01.12.25 15:49
რატომ შეჩერდა ხმაურიანი დაკავებები?

“ქართულმა ოცნებამ“ კორუფციის ბრალდებით დაკავებულების ციხიდან გამოშვება დაიწყო, ასევე, ბოლო პერიოდში შეჩერდა ხმაურიანი დაკავებები.

“ოცნების“ დეპუტატების ნაწილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული დაკავებები მათ რეპუტაციულად აზიანებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს გუნდის ერთიანობაზე და მათი იმიჯი არ დაზიანებულია.

ჩვენ ის გუნდი ვართ, ვინც ვამაყობთ ჩვენი გამარჯვებებით და თუ რამე პრობლემა გვაქვს, ამასაც ვაღიარებთ, - ამბობს ზაა ლომინაძე.

გია ვოლსკი მტკივნეულს და დამაზიანებელს უწოდებს კორუფციის ბრალდებით გახშირებულ დაკავებებს და ამბობს, “ეს სერიოზული რეპუტაციული თემაა“.

მტკივნეულია ჩვენთვის ასეთი დაკავებები, დაჭერები, ასეთი კორუფციული სქემების გამოვლინება, მტკივნეული და დამაზიანებელია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დამალო. იქნება შემთხვევა, რა საკვირველია, უპასუხოდ არ დარჩება. არაფერი, ვისაც არ უნდა ეხებოდეს. რა საკვირველია საკუთარ ყოფილ გუნდის წევრს წაუყენებნ ასეთ ბრალდებას, დამაზიანებლი მძიმე სიტყვაა, მაგრამ სერიოზული რეპუტაციული თემაა, - ამბობს ვოლსკი.

მიუხედავად იმის, რომ ეს ჩვენ რეიტინგზე ცუდად მოქმედებს, მაინც სამართლებრივი რეაგირების მომხრე ვიქნებით, - ამბობს შარმანაშვილი.

პატარა ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ ასეთ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკი, არ მოუტანდა ხომ დამატებით ქულებს, მაგრამ ამას არ ვუყურებთ ჩვენ, სადაც ვხედავთ დანაშაულს, მიუხედავად იმის, რომ ეს ჩვენ რეიტინგზე ცუდად მოქმედებს, მაინც სამართლებრივი რეაგირების მომხრე ვიქნებით, ასე თუ არ მოვიქცევით სამართლებრივი სახლემწიფო არასდროს გვექნება, - ამბობს შარმანაშვილი.

 უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს, სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

სტეფანიანი ორ მილიონი ლარის შეტანის შემდეგ გაათავისუფლეს

გამოძიება ცნობილ ბიზნესმენს ბაკურიანში სასტუმრო კომპლექსის უნებართვო მშენებლობასა და უკანონოდ აშენებული ობიექტების გასხვისებას ედავება.

2019 წლიდან დღემდე პროკურატურის მტკიცებით, ვლადიმერ სტეფანიანმა კანონის გვერდის ავლით ბაკურიანში, ჯამში 5 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ჩადგა, ააშენა სასრიალო ტრასები, ტობოგანი და საბაგიროები. ბაკურიანის განვითარების სააგენტომ კანონდარღვევისთვის სტეფანიანი რამდენჯერმე დააჯარიმა კიდეც, თუმცა ფაქტია, რომ ამას მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.

მსგავსი სიახლეები