"არასდროს მაღალი ინტელექტით არ გამოირჩეოდა" - ხატია დეკანოიძე ვახტანგ გომელაურზე

01.12.25 21:50
"არასდროს მაღალი ინტელექტით არ გამოირჩეოდა" - ხატია დეკანოიძე ვახტანგ გომელაურზე

"არასდროს მაღალი ინტელექტით არ გამოირჩეოდა" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თქვა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას გამოეხმაურა. 

  • შსს ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრო-სახელისუფლებო მედიასთან დაადასტურა, რომ BBC-ის გამოძიებაში დასახელებული ნივთიერება ჰქონდათ, თუმცა ამტკიცებს, რომ ის წინა ხელისუფლებამ იყიდა და არა "ქართულმა ოცნებამ". 
  • ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს "კამიტე" 2009-2010 წლის შემდეგ არ გამოუყენებია. 

არასდროს დიდი მაღალი ინტელექტით არ გამოირჩეოდა [ვახტანგ გომელაური], მაგრამ ყოველ შემთხვევაში "ქართულმა ოცნებამ" დაავალდებულა, ახლა რაღაც კომენტარი უნდა გააკეთო იმიტომ, რომ ივანიშვილს აქვს ისტერიკა. სანქციები ისედაც არ უყვარს, არ მოსწონს [ივანიშვილს] და ეშინია რა თქმა უნდა, მაგრამ მას ხომ ეს პარანოიდალური შიშები აქვს კიდევ ზემოდან, ამიტომ ზუსტად ვხვდებით ხოლმე პროპაგანდას რა სენსორები აქვს ხომ. 

ანუ კაცი გამოდის და რას ამბობს, დავუფიქრდეთ, ელემენტარულად წარმოუდგენელია, პირველი, ადასტურებს, რომ ასეთი ქიმიური ნაერთები იდო შინაგან საქმეთა სამინისტროში, 13 წელია არიან ხელისუფლებაში, 13 წლის განმავლობაში აღმოჩნდა რომ ვერ გამოიძიეს, ვერ იპოვეს. მერე რა, მიხეილ სააკაშვილი გადმოიპარა, დეკანოიძე, თუ რომელი გადმოიპარა და ვთქვათ ხარებასთან ერთად შეურიეს ეს ქიმიური ნაერთი თუ რაზე ლაპარაკობს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა

მსგავსი სიახლეები