კობახიძე ბრიტანელი მინისტრთან კომუნიკაციას ადასტურებს - შინაარს არ ამხელს

02.12.25 13:42
კობახიძე ბრიტანელი მინისტრთან კომუნიკაციას ადასტურებს - შინაარს არ ამხელს

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მაკა ბოჭორიშვილის და ბრიტანელ მინისტრის კომუნიკაცია ნამდვილად შედგა, თუმცა ეს არ იყო შეხვედრა და მხოლოდ სატელეფონო საუბარს ჰქონდა ადგილი.

ამასთან, "ოცნების" პრემიერი დიალოგის შინაარსს არ ამხელს და ირწმუნება, რომ ეს დახურული საუბარი იყო და ამიტომაც ინფორმაცია ამის შესახებ არ გასაჯაროვდა. 

შეხვედრა არ ყოფილა არცერთი. აქაც ტყუილი გავრცელდა. ბატონ დაუთთან იყო სატელეფონო საუბარი ერთი თუ ორი, აღარ მახსოვს, მაგრამ ეს იყო დახურული საუბარი. დახურული საუბრის არც ფაქტი და არც შინაარსი არ ვრცელდება ხოლმე, ეს არის მიღებული პრაქტიკა. ასეთი სატელეფონო საუბრები ბევრ პოლიტიკოსთან იმართება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ყველა თემაზე იყო საუბარი, რაც საინტერესოა ორმხრივი ურთიერთობებისთვის, - ამბობს კობახიძე. 

ცნობილი ხდება, რომ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ორ მოადგილესთან ერთად სტივენ დაუთს ორჯერ შეხვდა.

ამბავი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ჯენიფერ ჩაპმანმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აუდინეციის გამართვის შესახებ ქართულ ხამრეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

ბრიტანელი მინისტრის მონაყოლის თანახმად კი საუბრის მთავარი თემა დემოკრატიული უკუსვლა და პროტესტის პოლიციური კონტროლი იყო.

 

მსგავსი სიახლეები