ლაშა ტუღუში: [მოკავშირეებისთვის] ეს ინფორმაცია [კამიტის შესაძლო გამოყენება] იყო შოკი

03.12.25 16:04
ლაშა ტუღუში:  [მოკავშირეებისთვის] ეს ინფორმაცია [კამიტის შესაძლო გამოყენება] იყო შოკი

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლები, რომლებიც აღმოსავლეთ  პარტნიორობის სამიტიში მონაწილეობენ, აცხადებენ, რომ საქართველოს მოკავშირეები შოკირებულები არიან ქიმიური იარაღის სკანდალზე, რომელიც BBC-ის გამოძიებიდან გახდა ცნობილი.

ისინი ამბოენ, რომ დეტალურად ესაუბრებიან პარტნიორებს იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში.

ფონდ “ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ინფორმაციები, რომლებიც თბილისიდან მიდის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის დამანგრეველია.

იციან, რა თქმა უნდა, და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია იყო შოკი. მიუხედავად ბევრი ნეგატიური ამბისა, რომელიც მოდის და მოდის ზღვა ტალღებად თბილისიდან, მიუხედავად ამისა, ეს ამბავი იყო შოკი, დაუჯერებელი და ხანდახან ვერც კი ლაპარაკობენ, იმდენად დამანგრეველია ეს ინფორმაცია ჩვენთვის, ჩვენი რეპუტაციისთვის, რადგან მსგავსი ამბავი ყველას სწვდება, ხარ გარეული ამაში თუ არა, საქართველოსკენ არის ეს გარკვეულწილად მიმართული, - ამბობს ლაშა ტუღუში.

მსგავსი სიახლეები