"შოკირებული ვარ" - რასა იუკნევიჩიანე ქიმიური იარაღის სკანდალზე
"ეს ამბავი შოკისმომგვრელი იყო" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა და BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" კონტროლის პირობებში მიუკერძოებელი გამოძიება შეუძლებელია.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ დეკემბერში სახაროვის პრემიის გამო საქართველოს საკითხი აუცილებლად წამოიჭრება სტრასბურგის პლენარულ სესიაზე და აუცილებლად ისაუბრებენ ქიმიური იარაღის სკანდალზეც.
ეს ამბავი ჩემთვისაც კი, რომელმაც ვიცი რას ნიშნავს "ქართული ოცნების" რეჟიმი, შოკისმომგვრელი იყო. ჩვენ ვაკვირდებით, ვცდილობთ გავერკვეთ რა ხდება, გვაქვს კონსულტაციები ერთმანეთში რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება რეაგირება. შეუძლებელია ამ ყველაფერზე რეაქცია არ გქონდეს. დღეს გამიჭირდება თქმა, როგორი შეიძლება ეს რეაქცია იყოს, მაგრამ, გეტყვით რომ დეკემბერში სახაროვის პრემიის გამო საქართველოს საკითხი აუცილებლად წამოიჭრება სტრასბურგის პლენარულ სესიაზე და რა თქმა უნდა ეს იქნება რეალური შესაძლებლობა რომ ამ საკითხზეც ვისაუბროთ. ჩვენ გვჭირდება გამოძიება, არ ვიცი რომელი ინსტიტუტის მიერ, თუმცა ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ გავერკვეთ სიტუაციაში. მიუკერძოებელი გამოძიება შეუძლებელია "ქართული ოცნების" კონტროლის პირობებში. ძალიან ტრაგიკული სიტუაციაა, შემიძლია ასე გითხრათ. ეს არის სწორედ ის, რის გამოც ჩვენ აქ ევროპარლამენტში შესაძლოა ასეთ ბრუტალურ ქმედებას არ ველოდით, თუმცა ჩვენ დავკარგეთ ნდობა "ქართული ოცნების" მთავრობის მიმართ," - თქვა რასა იუკნევიჩიანემ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.