"გვითხარით, რით მოგვწამლეთ" - კობახიძის სამსახურთან აქცია დაანონსდა

04.12.25 11:05
"გვითხარით, რით მოგვწამლეთ" - კობახიძის სამსახურთან აქცია დაანონსდა

კობახიძის სამსახურთან აქცია დაანონსდა - 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მოქალაქეები კანცელარიასთან შეიკრიბებიან და მოითხოვენ, საჯარო გახდეს იმ ნივთიერებების შემადგენლობაა, რომლითაც ერთი წლის წინ, ევროპული მომავლის მცველები ქუჩებში დაარბიეს და გაუსწორდნენ.~

"გვითხარით, რით მოგვწამლეთ" - ამბობს ხალხი.

მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე პასუხს არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.
     

მსგავსი სიახლეები