"მე არ მჯერა BBC-ის სიუჟეტის" - ლევან მაჭავარიანი

04.12.25 13:28
"მე არ მჯერა BBC-ის სიუჟეტის" - ლევან მაჭავარიანი

 

 

"ქართული ოცნების" წევრს, ლევან მაჭავარიანს BBC-ის სიუჟეტის არ სჯერა, რომელშიც ივანიშვილის გუნდის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებაზეა საუბარი. 

მისი თქმით, ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტური გამოძება "მიხეილ სააკაშვილს, რომ "აწამებდნენ", იმ სერიალის მეორე სეზონია". 

თქვენ მართლა გჯერათ BBC-ის სიუჟეტის? მე არ მჯერა. ეგ არის აი მიხეილ სააკაშვილს, რომ ვკლავდით და ვაწამებდით, რამდენი ხანი გრძელდებოდა ეგ პროცესი 2 წელი თუ 3 წელი, იგივე სერიალის მეორე სეზონია," - ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

მსგავსი სიახლეები