ქიმიური იარაღის სკანდალი - გეგმავს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა "ოცნების" დასანქცირებას?

04.12.25 14:41
ქიმიური იარაღის სკანდალი  - გეგმავს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა "ოცნების" დასანქცირებას?

ქიმიური იარაღის სკანდალი -  გეგმავს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა "ოცნების" დასანქცირებას? საკითხი დღის წესრიგში დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის წევრმა, ლორდმა ჯორჯ ფოლსკიმ BBC-ის გამოძიების შემდეგ დააყენა.

დეპუტატმა ბრიტანეთის ხელისუფლებას საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა.

"მინდა, მთავრობას ვკითხო, გეგმავენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ქიმიური იარაღის (სანქციების) (ევროკავშირიდან გასვლის) 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად"- წერია დეპუტატის შეკითხვაში. 

შეკითხვაზე პასუხის გაცემის ბოლო დღედ 17 დეკემბერია მითითებული. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

მსგავსი სიახლეები