კალაძე: "BBC-ი ხომ არ ვართ, რომ უსაფუძვლოდ არგუმენტების გარეშე ვისაუბრო"
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრის შემდეგ თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ აქციების მიმდინარეობისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული.
- კალაძე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც "ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად სავარაუდოდ ქიმიური ნაერთი გამოიყენა.
არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და დანარჩენი, დაველოდოთ გამოძიებას.
კოდებით ვერ ვისაუბრებ, არ ვარ დარგის სპეციალისტი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია. BBC-ი ხომ არ ვართ, რომ უსაფუძვლოდ არგუმენტების გარეშე ვისაუბრო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიება.
რა ქიმიური ნივთიერება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა ხომ, ჩვენ ვხედავთ ამას მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ხდება, არაფერი არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც არის აკრძალული," - ამბობს კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.