მაკკლირი: [ოცნება] საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ
ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი BBC-ის საგამოძიებო სტატიას ეხმაურება და სოციალურ ქსელ იქსზე წერს, რომ ისინი [ოცნება] საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ.
ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია საქართველოდან.
ისინი პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღს იყენებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ისინი რუსული აგრესიისა და ავტორიტარიზმის წინა ხაზზე არიან.
ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია თავისი მიზნის მიღწევა, ჩვენ უნდა დავიცვათ ქართული დემოკრატია", - წერს მაკლირი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.