გაასაჯაროეთ, რომელი ნივთიერებები იყო აქციაზე გამოყენებული - დაშავებული აქტივისტები "ოცნებას"
ხველა, სისუსტე, ქოშინი, დაღლილობის გამუდმებული შეგრძნება და ქრონიკული დაავადებების გართულებ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ჩივილების, რომელსაც აქციაზე დაშავებული მოქალაქეები ასახელებენ და ამბობენ, რომ BBC-ის გამოძიებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
მარიამ ჯაფარიძემ, რომელმაც აქციაზე ორჯერ მიიღო ინტოქსიკაცია, "ოცნებისგან" მოითხოვს იმ ნივთიერებების დასახელებას, რომელიც მოქლაქეების წინააღმდეგ დასარბევად გამოიყენეს.
მთლიანი სახის წვა დამეწყო. კანს ვეღარც კი ვგრძნობდი ისე მეწოდა, შემდგომ უკვე იყო ეპიზოდი, როცა წვიმასავით ცვიოდა გაზის კაფსულები. საშინელი გულის რევის და ხრჩობის შეგრძნება მქონდა. მითუმეტეს ალერგიული ასთმა ისედაც მაქვს და ეს იყო საშინელი შეგრძენა, მეგონა მოვკდები. უკვე მეორე დღიდან, ფეხზე როცა ვცადე წამოდგომა, წავიქეცი. მქონდა თავბრუსხვევები, სისუსტე. ეს სიმპტომები გამიგრძელდა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში. თვალებს რომ ვხუჭავდი მტკიოდა. ექიმებთანაც რომ მივედი, ვერაფერს მეუბნებოდნენ, მათი პასუხი იყო - არვიცით, რა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოყევი. ცალ თვალში მთლიანად ბლარი მქონდა გადაკრული და ახლაც, პერიოდულად მაქვს ხოლმე ასეთი რაღაცები. 2 თვე ვერ მეძინა ღამით, რადგან საშინელი ხველა მქონდა, ასევე ლორწოვანი გარსიდან მცირე სისხლდენაც მქონდა. კარგად ვიცოდით, რომ მოწამლულები ვიყავით, უბრალოდ ახლა კითხვაა, რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული. ამის გასაჯაროებას ვითოვთ მთავრობისგან", - ამბობს მარიამ ჯაფარიძე.
დღემდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ვახტანგ გაგნიძეს - აქტივისტი ამბობს, რომ მას ოპერაციის გაკეთებაც კი დასჭრიდა.
დარბევის, წყლის ჭავლის და სპრეის შესხმის შედეგად ხველა, კანის წვა მქონდა. თითქოს ვიხრჩობოდი, ისეთი ხველა მქონდა და მე ვაბრალებდი გაციებასდა თურმე რა ხდებოდა. დღემდე მაქვს უჰაერობა, ხშირად მგონია, რომ ჰაერი არ მყოფნის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 28 ოქტომბერს გავიკეთე ოპერაცია, ფეხში მქონდა თრომბი. ამას ქიმიურ შენაერტებს ვუკავშირებდ ა აუცილებალდ გავაკეთებ კვლევას", - ამბობს გაგნიძე.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.