ახსნან, რა ნივთიერებები გამოიყენეს აქციაზე - მწარიაშვილი
ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების სკანდალი - ყოფილ მთავარ პროკურორს, მაია მწარიაშვილს სუს-ის მიერ დაწყებული გამოძების არ სჯერა, ამბობს, რომ მდინარაძის უწყებამ გამოძიება მხოლოდ იმიტაციის შესაქმენლად დაიწყო.
იურისტის თქმით, სუს-ს მხოლოდ ის აინტერესებს, "რატომ მოჰყვნენ უცხოელ ჟურნალისტთან რაღაცას და ის არ აინტერესებს, რა მოხდა სინამდვილეში".
მწარიაშვილი "ოცნებისგან" ითხოვს, გაეცეს პასუხი, თუ რა ნივთიერებები იქნა გამოყენებული აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ ერთ დღეს გამოვა მზის სინათლეზე - ამბობს ყოფილი პროკუორი და ადვოკატი.
ახლა აპირებენ გამოძიების იმიტაციის შექმნას, რომელიც ფოკუსიებული იქნება არა გამოძიებაზე, არამედ იმაზე, კონკრეტულმა ადამიანებმა რატომ ისაუბრეს bbc-ის ჟურნალისტებთან.
ცხადია, ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ნებისმიერ სიტყვას. ანუ გამოძიებას აინტერესებს, რატომ მოჰყვნენ უცხოელ ჟურნალისტთან რაღაცას და ის არ აინტერესებს, რა მოხდა სინამდვილეში. ნებისმიერი ანგარიშვალდებული ხელისუფლება ეს არის დემოკრატრიის ანა-ბანა. უნდა ხნიდეს, თუ რა გამოიყენეს. ფაქტია დაადასტურეს, რომ რაღაც გამოიყენეს, ეს წინა წლებში დაადასტურეს და არ ამბობენ რას. ამას როცა არ ამბობს, ამას არ სჭირდება იურიდიული განათლება, ამას სჭირდება ელემენტალური საღი აზრი, სინდისი, ნამუსი და ლოგიკა. გამოვიყენე, მაგრამ არ გეტყვი, რა გამოვიყენე. ამიტომ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი საგამოძიებო ორგანოები რამეს იძიებენ ამ თვალსაზრისით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მანდ ბევრი რამ იქნება გამოსაძიებელი და ბევრი რამ ერთ დღეს გამოვა მზის სინათლეზე", - ამბობს მაია მწარიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.