ექიმი განმარტავს, რა ხდება ადამიანის ორგანიზმში "კამიტის" მოხვედრის შემდეგ

04.12.25 21:50
ექიმი განმარტავს, რა ხდება ადამიანის ორგანიზმში "კამიტის" მოხვედრის შემდეგ

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში "კამიტის", იგივე ბრომბენზილციანიდის მოხვედრის შემდეგ? -  ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე "ბათუმელებთან" განმარტავს, რომ აღნიშნული ნივთიერება უჯრედის დონეზე მოქმედებს და ბლოკავს სუნთქვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იწვევს ჰიპოქსიურ სტრესს, იგი კანიდან, თვალიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში. 

მისი თქმით, ძლიერი წყლის ჭავლის და დიდი ექსპოზიციის შემთხვევაში ის უფრო ადვილად აღწევს ორგანიზმში. ამ დროს მისი ტოქსიკურობა ბევრად უფრო გამოხატულია.

თუმცა ეს არ არის კლასიკური ციანიდი. ეს არის ცრემლსადენი გაზი და ციანიდს ბევრად ჩამოუვარდება ტოქსიკურობით - ამბობს ექიმი "ბათუმელებთან". 

„კამიტის“ აღმოჩენა ორგანიზმში, ფაქტობრივად, ორი-სამი დღის მერე შეუძლებელია. ტრიქლორეთილენის აღმოჩენა უფრო შესაძლებელია, ვიდრე „კამიტის“. 

ტრიქლორეთილენი ძლიერი ნეიროტოქსინია, რომელიც კანიდან და ინჰალაციიდან ძალიან სწრაფად აბსორბირდება, გრძელვადიანად აზიანებს ორგანიზმს. ეს გამხსნელი ღვიძლის და თირკმლების ძლიერ დაზიანებას იწვევს.

მაღალი ტოქსიკური ქიმიური ზემოქმედება შეიძლება გამოეწვია ამ ნივთიერებებს კომბინაციაში. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივი ეფექტების, ასევე, გარკვეული სომატური ცვლილებების და გართულებების ჩამოყალიბება, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანდეს, მაგრამ ბევრი წლის მერე გამოჩნდეს უკვე ქრონიკულ დაავადებებში.

ეს წარმოუდგენელია. „კამიტი“ არის ხანმოკლე მოქმედების, თუმცა მისი წყლის ჭავლში შერევა უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა", - ამბობს ექიმი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

 

მსგავსი სიახლეები