BBC-ის გამოძიების შემდეგ, ევროკავშირმა აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები პასუხისმგებელ პირებს - იუკნევიჩიენე
BBC-ის გამოძიების შემდეგ, ევროპარლამენტარი რას იუკნევიჩიენე ევროკავშირს მოუწოდებს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან და დაუწესოს სანქციები ყველა პასუხისმგებელ პირს ურევროკავშირმა აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები პასუხისმგებელ პირებს, ვინც მხილებულია საკუთარ ხალხზე ძალადობაში.
იუკნევიჩიენე "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აუცილებლსდ გახდება განხილვის თემა . ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს საკითხი უნდა გახდეს დამოუკდიებელი საგამოძიებო კომისიის გამოძების საგანი.
ჩვენ ვიმსჯელებთ როგორ წამოვჭრათ ეს საკითხი, ეს ამბავი არ უნდა მიჩუმათდეს, არ უნდა მიგვავიწყდეს - ამბობს ევროპარლამენტარი.
ნამდვილად არ ველოდი ასეთ ბრუტალურ ქცევას და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას. აუცილებელია რომ ჩვენ ეს გამოვიძიოთ და ეს გამოძიება უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მე ვცდილობ კომუნიკაციას ჩემს იმ კოლეგებთან ვინც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში პასუხისმგებელია საქართველოს ფაილზე. ჩვენ ვიმსჯელებთ როგორ წამოვჭრათ ეს საკითხი, ეს ამბავი არ უნდა მიჩუმათდეს, არ უნდა მიგვავიწყდეს. ჩვენ უნდა გავასაჩივროთ, გავაკეთოთ განცხადება, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცი ვინ უნდა იყოს ჩვენი მიმართვის ადრესატი, ახლა ვმუშაობთ ამ საკითხზე. საქართველოში სიტუაციის შეფასების დოკუმენტი იცით რომ ევროკომისიის მაგიდაზეა განსახილველად და გეტყვით რომ ისტორიის განმავლობაში არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ ჰქონია ასეთი ცუდი შეფასება და შედეგი ამ ყველაფრის არის პროგრესის ნაცვლად რეგრესი საქართველოში. წევრი ქვეყნები არიან ვალდებული გააკეთონ უფრო მეტი. მე არ მიხარია ნამდვილად,რომ ევროკავშირის წევრ დიდ ქვეყნებს არ აქვთ რეაქცია ამ ყველაფერზე. ასეთი ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ კი მათ უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით და სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს იმ ადამიანებზე ვინც პასუხისმგებელია და მხილებულია საკუთარ ხალხზე ძალადობაში",- აცხადებს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.