„კამიტეს“ სკანდალი - "ოცნება" ვერ ამბობს, რა ნივთიერება გამოიყენეს აქციების დასაშლელად და როდის გაირკვევა სიმართლე
ქიმიური ნივთიერების სკანდალი - "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ეწ. კამიტე აქციების დარბევის დროს გამოყენებული არ ყოფილა და ამას გამოძიებას ცხადყოფს. ამის მიუხედავად, ივანიშვილის გუნდში ვერ ამბობენ, როდის იქნება ნობილი გამოძიების შედეგები.
ნინო წილოსანი თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ საკითხზე საუბარი გაუჭირდება, რადგან ის არ იყო ამ პროცესებზე პასუხისმგებელი პირი.
მე არ ვარ ადამიანი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროცესში. შესაბამისად, ჩემი მხრიდან რომელიმე ნივთიერებაზე საუბარი არის სრული სიგიჟე, ისეთ ჟანრში, როგორშიც თქვენ ხართ. თქვენგან განსხვავებით, მე მაქვს პასუხისმგებლობა, რომ მე არ ვიყავი ამ პროცესზე პასუხისმგებელი პირი და შესაბამისად, კონკრეტულ ნივთიერებაზე ვერ ვისაუბრებ. მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება და ნებისმიერი ჩვენი განცხადება შეიძლება, იყოს დამაზიანებელი ამ პროცესის. ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩემი პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, ეს არის, რომ "ქართუ ოცნებას", მათ შორის ამ საპოლიციო ღონისძიებების დროს, არ გამოუყენებია აკრძალული ნივთიერება, - ამბობს წილოსანი.
"ოცნების" სხვა დეპუტატების მსგავსად, ლადო ბოჟაძე ირწმუნება, რომ მომწამვლავი ნივთიერება "ოცნებას" არასდროს გამოუყენებია და გამოძიებამ ახლა მხოლოდ ის უნდა დაადგინოს, კონკრეტულად რა ნივთიერება იქნა გამოყენებული აქციების დარბევის დროს.
მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს ნივთიერება არ იყო გამოყენებული და ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს ნივთიერება არის აკრძალული, ასეთი ნივთიერება საქართველოში არ არსებობს. მათ შორის, არც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ეს ნივთიერება არ შესყიდულა. რაც შეეხება რა დრო დასჭირდება გამოძიებას, ეს უნდა ვკითხოთ გამოძიებას. მთავარია ერთი, რომ გამოყენებული იქნა ის ნივთიერებები, რომელი დაშვებულია საერთაშორისო სტანდარტით. ის ნივთიერება, რომელსაც იყენებს საფრანგეთიც, გერმანიაც, ევროპაც, ამერიკაც. კონკრეტულად რომელი ნივთიერეა იყო, ამას სჭირდება ლაბორატორიული კვლევა და არა ზედაპირული საუბარი და დაველოდოთ ლაბორატორიის და გამოძიების შედეგებს, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
BBC-ის გამოძიებას ტყუილს უწოდებს გურამ მაჭარაშვილიც.
საერთოდ, როგორც ამბობენ, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და ზოგიერთ ტყუილს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საერთოდ არ აქვს ფეხები. იმ ბიბისის მიერ გავრელებულ ინფორმაციაზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საერთოდ არანაირი ფეხები ამ მოკლე ტყუილს არ აქვს. იქნება ეს ყველაფერი გამოძიებული, ამაში ეჭვი არ გეპარეოდეთ, იმიტომ, რომ დაინტერესებული თავდ ეს უწყებაა, რომ საზოგადოებას დროზე ამცნოს ის შედეგები, რასაც მიაღწევს გაოძიება, - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.