კობახიძე არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული ქიმიური ნივთიერება 2019-20 წლებშიც გამოიყენებოდა

05.12.25 14:53
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული ქიმიური ნივთიერება 2019-20 წლებშიც გამოიყენებოდა

 

 

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ აქციების დასაშლელად შესაძლოა, წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება მართლაც გამოიყენებოდა. მისი თქმით, შსს-ს ხელთ აქვს ის ქიმიური კოდებით აღნიშნული მასალები, რომლებიც წლების წინ იქნა შეძენილი და 2007-წლიდან 2020-მდე გამოიყენებოდა.

მიუხედავად ამისა, უცნობია, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს მოქალაქეების დასაშლელად და როდის გამოკვეთავს გამოძიება ზუსტ პასუხებს. 

სპეცსამსახურების სამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტიც, რომელიც ბიბისიმ გაავრცელა, ყევლას კარგად მოეხსენება, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. სტატისტიკაც შეგიძლიათ ამოიღოთ იმ დღეებიდან, მაგალითად, როგორი იყო სტატისტიკა და რას უკავშირდებოდა ეს მიმართვიანობა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, ერთი დღე ჰქონდათ მცდელობა, აჟიოტაჟი აეტეხათ ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ვერ მოახერხეს. რაც შეეხება გამოძიებას- ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მათ შორის უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტყუილის გავრცელებაში. ყველამ კარგად გაიგო, 2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იყო გამოყენებული. რა იყო ეს ნივთიერება, ამაზე პასუხს გამოძიება გასცემს. ეს კონკრეტული ნივთიერება აქტიურად გამოიყენებოდა 2007 - იდან, 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, ანუ 2 სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა 7-ში და 9-ში. მერე 2019-2020 -შიც გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც შეძენილი იქნა 2007 და 2009 წლებში, - ამბობს კობახიძე.  

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

 

მსგავსი სიახლეები