"გამოძიება მიუახლოვდება გომელაურს" - გიორგი შაიშმელაშვილი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

05.12.25 21:54
"გამოძიება მიუახლოვდება გომელაურს" - გიორგი შაიშმელაშვილი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

"გამოძიება მიუახლოვდება გომელაურს" - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა, გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა და BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "ოცნებამ" მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად სავარაუდოდ ქიმიური ნაერთი გამოიყენა. 

მისი თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" ქიმიური ნივთიერების სკანდალთან დაკავშირებით ვიღაცების დასჯა მოუწევს, ასეთ შემთხვევაში გდდ-ს რამდენიმე უკვე სანქცირებულ მაღალჩინოსანს "დასჯიან". 

გიორგი შაიშმელაშვილმა განმარტა, რომ ივანიშვილის გუნდს შს ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დასჯა არ აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში "პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობა დგება". 

როცა ვთქვი, რომ მე ვივარაუდებ, იმის გამო, რომ რთულ ვითარებას არიან ვიღაცების დასჯა მოუწევთ-მეთქი, ასეთ შემთხვევაში დასჯიან რამდენიმე უკვე სანქცირებულ მაღალჩინოსანს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, მითუმეტეს ეს ხალხი აღარ არის დღეს სისტემაში და გამოძიება მიუახლოვდება გომელაურს. 

გომელაურს არ დასჯიან იმის გამო, რომ მაშინ უკვე პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობა დგება, მინიმუმ პოლიტიკურიც. ამიტომ, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ გომელაურზე ერთი საფეხურით ქვემოთ ჩამოიყვანონ ეს ყველაფერი," - თქვა გიორგი შაიშმელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

მსგავსი სიახლეები