ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს - სალომე ზურაბიშვილი

08.12.25 18:01
ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს - სალომე ზურაბიშვილი

ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციებთან დაკავსირებით გამკაცრებულ კანონს ეხმაურება და წერს, რომ ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს.

„ყველა საპროტესტო აქციას წინასწარ ნებართვა დასჭირდება, თუ მისი გამართვა „ხალხით სავსე საზოგადოებრივ ადგილებში“, ანუ თბილისის ყველა ცენტრალურ ლოკაციაზე იქნება დაგეგმილი. მთავარი სამიზნე ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

აქცია ვეღარ გაიმართება იქ, სადაც ხალხი ითხოვს - ივანიშვილის გუნდი შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის.

დგინდება, რომ ხალხის მოძრაობის ადგილას აქციის გასამართად სავალდებულო გახდება სახელმწიფოს გაფრთხილება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

 

მსგავსი სიახლეები