ბრიტანეთის საელჩო კობახიძეს პასუხობს

09.12.25 18:45
ბრიტანეთის საელჩო კობახიძეს პასუხობს

BBC დამოუკიდებელია, ეს მათი გადასაწყვეტია, - ასე უპასუხა ბრიტანეთის საელჩომ “რადიო თავისუფლებასთან“  კობახიძის მოთხოვნას, რომელმაც განაცხადა, რომ “ლონდონმა BBC-ის "სიყალბის" გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.“

“ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“,- განაცხადეს საელჩოში.

„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“

ცოტა ხნის წინ, კობახიძემ განაცხადა:

„მე მგონია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო უნდა მოიხადოს ბოდიში. ეს [ბოდიში] არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით“.

მსგავსი სიახლეები