ალეკო ელისაშვილს ვერსაიდან ვერავინ გარიცხავს - ირაკლი კუპრაძე
ჩვენ ღიად ვთქვით, რომ პარტია ვერ და არ მოიწონებს ალეკო ელისაშვილის იმ ნაბიჯს, ქმედებას და პროტესტის ფორმას, თუმცა, მას ვერსაიდან ვერავინ გარიცხავს, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანმა ირაკლი კურპაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის არის კონკრეტულად თავისი პარტიის “მოქალაქეების“ თავმჯდომარე და მისი გარიცხვა შეუძლებელია.
ჩვენ ღიად ვთქვით, რომ პარტია ვერ და არ მოიწონებს ალეკო ელისაშვილის იმ ნაბიჯს, ქმედებას და პროტესტის ფორმას, თუმცა, ვერსაიდან ვერავინ გარიცხავს, რადგან ის არის კონკრეტულად თავისი პარტიის “მოქალაქეების“ თავმჯდომარე, შესაბამისად ის არც გაირიცხება და ვერ გაირიცხება, შეუძლებელია ამის გაკეთება, - განაცხადა კუპრაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და ამბობს, რომ მისი არცერთი სცენარის არ სჯერა.
თავის მხრივ, მე არ მჯერა გამოძიების არცერთი სცენარის, არ მჯერა საერთოდ არაფრის რაც სუს-ის, მდინარაძის და პროკურატურის პირობებში მოიხარშოს და გამოდნეს,- ამბობს ის.
- შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა - მისი მტკიცებით, "ახლა არის მარტივი კითხვა - როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან?"