ლადო ბოჟაძე: ყველა სამთავრობო უწყება უნდა იყოს ერთიან სივრცეში - ასეთია გეგმა
ყველა სამთავრობო უწყება უნდა იყოს ერთიან სივრცეში - ასეთია "ოცნების" გეგმა - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოხდება როგორც პარლამენტის ასევე სამინისტროების არსებული შენობების პრივატიზება. რაც შეეხება კითხვას, გაიყიდება თუ არა აღნიშნული შენობები, ამას ბოჟაძე ვერ პასუხობს.
ქვეყანას აქვს ეკონომიკური წინსვლა, ქვეყანას აქვს გაზრდილი ბიუჯეტი. ყველა სამთავრობო უწყება სავარაუდოდ ერთიან სივრცეში. თქვენ იცით, რომ არსებობს სამინისტრო, რომელსაც საკუთარი შენობაც კი არ გააჩნია და სამინისტოები იჯარებს იხდიან. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის თანხები დაიზოგება და მოხდება იმ შენობების პრივატიზება, რომელშიც ახლა არიან. ორივეგან ხომ არ იჯდებიან ადამიანები", - ამბობს ლადო ბოჟაძე.
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს - დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ "კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს".