დეპუტატ შარმანაშვილს უკეთესი, თანამედროვე პარლამენტის შენობა სურს
"ოცნების" დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილს უკეთესი, თანამედროვე სტანდარტის პარლამენტის შენობა სურს - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის წევრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც "პირველებმა" ჰკითხა, მიესალმება თუ არა პარლამენტის სხვა შენობაში გადატანას.
მისი თქმით, ისტორიული შენობიდან ბევრი პარლამენტი გადასულა მთელ მსოფლიოში სხვა ტერიტორიაზე და თუ საქართველოშიც ასე მოხდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ეს უახლოეს მომავალში არ იქნება. ისტორიული შენობიდან ბევრი პარლამენტი გადასულა მთელ მსოფლიოში სხვა ტერიტორიაზე. თუ ოდესმე აშენდებოდა პარლამენტის ახალი შენობა თანამედროვე მოთხოვნებით, მე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი უკეთესი ყოველთვის შეიძლება, რა უკეთესი არ შეიძლება?", - ამბობს შარმანაშვილი.
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს - დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ "კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს".